გალერეა
27 მარტი 2015
სამუშაო შეხვედრა პრაქტიკის ორგანიზების პრინციპებთან დაკავშირებით

 

მთავარი
სიახლეები
09:12 / 14 ნოე. '18
შეხვედრა პროფესიულ მასწავლებლებთან

   ამა წლის 9 ნოემბერს, კოლეჯის დირექცია შეხვდა პროფესიულ მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

   კოლეჯის დირექტორმა ბატონმა ვასილ კიკნაძემ პროფესიულ მასწავლებლებს გააცნო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და შეფასების პრინციპები.

   ბ-მა ვასილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მისიასა და სტრატეგიულ განვითარებაზე, ასევე კოლეჯის ადამიანური რესურსის განვითარების მნიშვნელობაზე. კოლეჯის დირექტორის მოადგილემ ქ-მა მაია ჩიხლაძემ ყურადღება გაამახვილა კოლეჯის მისიის ახლებურად შემუშავებაზე, მან დასძინა, რომ მისია უნდა განსაზღვრავდეს კოლეჯის  როლსა და ადგილს პროფესიული განათლების სივრცეში.

  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ქ-მა დალი კალაძემ ისაუბრა კოლეჯის ხედვასა და ფასეულობებზე.

   შეხვედრაზე პროფესიულმა მასწავლებლებმა გამოთქვეს აზრი, ისაუბრეს კოლეჯის ხედვაზე და სამომავლო გეგმებზე.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2018-12-09 09:00:57