გალერეა
6 მაისი 2019
კერძო კოლეჯების მეხუთე ფორუმი

 

მთავარი
სიახლეები
11:39 / 08 ივნ. '17
სტუდენტური კონფერენცია 2017

 2017 წლის 7 ივნისს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია. კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:

1. შაქრიანი დიაბეტი- მომხსენებელი მაია იმედაშვილი (მასაჟისტი), თემის ხელმძღვანელი თინათინ გვენეტაძე.
2. ნარკომანია- მომხსენებელი ასია მარკარიანი (პრაქტიკოსი ექთანი), თემის ხელმძღვანელი ლიანა მინდაძე.
3. მენინგიტი - მომხსენებელი დიანა ასაშვილი (პრაქტიკოსი ექთანი), თემის ხელმძღვანელი ეთერ იაძე.
4. ძველი სამყაროს წამლები და კოსმეტიკური საშუალებები- მომხსენებელი ნანა ბიჭიკაშვილი (ფარმაცევტის თანაშემწე), თემის ხელმძღვანელი ინგა ბაქრაძე.
5. სიყრუე- მომხსენებელი ნათია ტალახაძე (პრაქტიკოსი ექთანი), თემის ხელმძღვანელი რუსუდან ქარჩავა.
6. თანამედროვე ტექნოლოგიები სტომატოლოგიაში- მომხსენებელი გიორგი ხატიაშვილი (კბილის ტექნიკოსი), თემის ხელმძღვანელი ნინო ჩომახაშვილი.
კონფერენციას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესიული მასწავლებლები და სტუდენტები. სტუდენტთა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და წარმატებული სტუდენტები და თემის ხელმძღვანელი მასწავლებლები სერტიფიკატებით დააჯილდოვდნენ. კონფერენციაზე კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ შეირჩა თემა, რომლის ავტორი და მომხსენებელიც გახლავთ გიორგი ხატიაშვილი, თემის ხელმძღვანელი ქ-ნი ნინო ჩომახაშვილი. აღნიშნული თემა 20 ივნისს დაგეგმილ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-07-11 08:25:44