გალერეა
10 ნოემბერი 2016
ტურინის პროცესის რეგიონალური კონფერენცია

 

მთავარი
სიახლეები
19:51 / 02 ივნ. '16
სტუდენტური კონფერენცია

 2016 წლის 2 ივნისს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია. კონფერენციაზე პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები: 
1. „მკერდის კიბო“- მომხსენებელი ნინო ტაბატაძე
2. „დეპრესია“- მომხსენებელი სოფიკო ჭელიძე
3. „ბრონქიალური ასთმა“- მომხსენებელი მარიამ ბუხუნიშვილი
4. „გაცნობითი პრაქტიკა“- მომხსენებელი მარიამ დემეტრაშვილი
5. „ტუბერკულოზი“- მომხსენებელი მადონა შუმანი
კონფერენციას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესიული მასწავლებლები და სტუდენტები. სტუდენტთა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და წარმატებული სტუდენტები და თემის ხელმძღვანელი მასწავლებლები (იამზე გურგენიძე, ხათუნა მაისაია, ნაზი კაშეიშვილი, მადლენა დეკანოიძე, ქეთევან გარსევანიშვილი) სერტიფიკატებით დააჯილდოვდნენ. კონფერენციაზე კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ შეირჩა საუკეთესო თემა, რომლის ავტორი და მომხსენებელიც გახლავთ სოფიკო ჭელიძე, თემის ხელმძღვანელი ქ-ნი ნაზი კაშეიშვილი. აღნიშნული თემა 9 ივნისს დაგეგმილ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-03-11 08:58:34