სიახლეები

12:11 / 18 თებ. '14
შეხვედრა პროფესიული განათლების განვითარებაზე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე რამდენიმე ძირითადი მიმართულება განიხილეს: პროფესიული განათლების მენტორ-მასწავლებლების მომზადება და მათი როლი; მოდულური საგანამანათლებლო პროგრამების დანერგვის პროცესი; E-Learning-ი პროფესიულ განათლებაში; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების გეგმები კოლეჯების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაციების წარმომადგენლები, GIZ-ის კურსის ფარგლებში მომზადებული მენტორ-მასწავლებლები და ელექტრონული სწავლების სპეციალისტები ესწრებოდნენ.

© Copyright 2020 College Panacea