გალერეა
2 ივნისი 2016
სტუდენტური კონფერენცია

 

მთავარი
სიახლეები
კითხვარების პილოტირება
05:59 / 25 ივლ. 2017
მიმდინარე წლის 20 ივლისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში განხორციელდა მოდულური პროგრამების დანერგვის მონიტორინგის განახლებული კონცეფციის ფარგლებში შემუშავებული ახალი კითხვარების პილოტირება. პილოტირებაში ჩართული იყვნენ პანაცეას განმახორციელებელი პირები და ადმინისტრაციული პერსონალი.

ვრცლად ...

შეხვედრა მედიატური შრომისა და დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით
10:21 / 10 ივლ. 2017
მიმდინარე წლის 7-8 ივლისს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე დაესწრო ახალციხეში ჩატარებულ შეხვედრას მედიატური შრომისა და დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით.

ვრცლად ...

სტუმრად გადაცემა ”სამედიცინო ფანჯარაში”
11:02 / 7 ივლ. 2017
საზოგადოებრივი კოლეჯის ”პანაცეა”–ს დირექტორის მოადგილე, კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ქ-ნი მაია ჩიხლაძე იმყოფებოდა სტუმრად გადაცემაში ”სამედიცინო ფანჯარა”.

ვრცლად ...

კონფერენცია უფლისციხეში
12:03 / 21 ივნ. 2017
2017 წლის 20 ივნისს, უფლისციხეში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა მეორე კონფერენცია

ვრცლად ...

შეხვედრა პროფესიულ სტუდენტთა გაცდენების, შეფასებისა და განმეორებითი შეფასების საკითხებზე
10:11 / 17 ივნ. 2017
16 ივნისს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პროფესიულ სტუდენტთა გაცდენების, შეფასებისა და განმეორებითი შეფასების საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას შიდა მხარდაჭერის ჯგუფის ხელმძღვანელი ქ-ნი ხათუნა მაისაია.

ვრცლად ...

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია- კარიტასი
10:20 / 16 ივნ. 2017
16 ივნისს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამამ, სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გამართა. სერთიფიკატები გადაეცა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ყველა სტუდენტს, ვინც შინმოვლის სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა.

ვრცლად ...

სტუდენტური კონფერენცია 2017
11:39 / 8 ივნ. 2017
2017 წლის 7 ივნისს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია.

ვრცლად ...

სწავლა რეალური დასაქმებით
10:33 / 17 მაი. 2017
2017 წლის 1 ივნისიდან განხორციელდება მიღება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: სრული ზოგადი განათლებით 1. პრაქტიკოსი ექთანი – V საფეხური 2. პრაქტიკოსი ბებიაქალი – V საფეხური 3. ფარმაცევტის თანაშემწე – V საფეხური საბაზო და სრული ზოგადი განათლებით 1. ექთნის თანაშემწე – III საფეხური 2. კბილის ტექნიკოსი – III,IV,V საფეხური 3. მასაჟისტი (18 წლის ზევით) – III საფეხური კურსდამთავრებულებზე გაიცემა სახელმწიფო დიპლომი. სასწავლებელში ჩასარიცხად საჭიროა: 1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) 2. პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად) 3. 2 ფოტოსურათი 3X4 (ელ.ვერსია) 4. განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე საბუთების მიღება ყოველდღე შაბათ–კვირის გარდა 11 დან 17 საათამდე მისამართი: თბილისი, თორნიკე ერისთავის ქN2 (მეტრო დიდუბის ზედა გასასვლელის მოპირდაპირე მხარე) საკონტაქტო ტელეფონი: 234-58-63; 266-41-17; 266-04-02; 214-22-83 ვებ გვერდი –WWW.Panacea.edu.ge; E-MAIL: Panacea.2008@yahoo.com

ვრცლად ...

ტრენინგი თემაზე: "მოდულური პროგრამების და მოდულების შემუშავება".
10:13 / 16 მაი. 2017
2017 წლის 15 მაისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით შპს ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "მოდულური პროგრამების და მოდულების შემუშავება".

ვრცლად ...

ბრენდირებულია ხუთი ვარსკვლავით
10:56 / 2 მაი. 2017
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა კვლავ ხუთი ვარსკვლავის მფლობელია.

ვრცლად ...

ტრენინგი "კოლექტიური მოლაპარაკება"
11:01 / 1 მაი. 2017
27, 28 და 29 აპრილს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა (GEA) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით გაიმართა სამდღიანი ერთობლივი ტრენინგი კოლექტიური მოლაპარაკების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ქ-ნი ნინო ჩომახაშვილი და იურისტი ქ-მი მარიამ სობჩინსკი.

ვრცლად ...

ვიზიტი გერმანიაში
08:46 / 6 აპრ. 2017
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანიის ერთობლივი პროექტის "ამიერკავკასიაში პროფესიული ტრენინგების" ფარგლებში გერმანიის რესპუბლიკაში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძე.

ვრცლად ...

პროფესიული განათლების ფესტივალი
10:45 / 5 აპრ. 2017
პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა.

ვრცლად ...

ქართველ ექსპერტებს EFQM-ის სერტიფიკატები გადაეცათ
11:18 / 25 მარ. 2017
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორი ბ-ნი ვასილ კიკნაძე დაესწრო შეხვედრას, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მხარდაჭერით გაიმართა, შეხვედრაზე ქართველ ექსპერტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) აკრედიტაცია, აკრედიტებული შემფასებლებისა და ტრენერების სტატუსი მიენიჭათ გადაეცათ სერტიფიკატები. . ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა.

ვრცლად ...

ვიზიტი პარტნიორ კლინიკაში -პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
08:00 / 22 მარ. 2017
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ხელმძღვანელები ბ-ნი ვასილ კიკნაძე და ქ-ნი მაია ჩიხლაძე ბებიაქაალის პროგრამის პროფესიული სტუდენტების საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნით ეწვივნენ პარტნიორ კლინიკას -პინეო სამედიცინო ეკოსისტემას.

ვრცლად ...

შეხვედრა პროფესიული პროგრამების კერძო განმახორციელებელებლებთან
15:06 / 21 მარ. 2017
20 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით შედგა შეხვედრა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვრცლად ...

შეხვედრა საქართველოს კარიტასში
07:55 / 16 მარ. 2017
საქართველოს კარიტასში შედგა შეხვედრა ფრაიბურგის უნივერსიტეტის, საექთნო სკოლის წარმომადგენლებთან კორნელია კრიშელდორფსა (პრორექტორი, გერონტოლოგი) და ანნე კელნერთან (საექთნო საბაკალავრო პროგრამის ხელ-ლი).

ვრცლად ...

შეხვედრა პროფესიული განათლების ექსპერტებთან
09:25 / 7 მარ. 2017
2 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები პროფესიული განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტებს შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა ექსპერტებისათვის 2017 წლის 22 თებერვალს დამტკიცებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის ახალი წესის გაცნობას. შეხვედრას საზოგადოებრიცი კოლეჯი პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი (განათლების ექსპერტი) ქ-ნი დალი კალაძე ესწრებოდა.

ვრცლად ...

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2016 წლის განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია
18:34 / 24 თებ. 2017
2017 წლის 22 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა, ქალბატონმა მაგდა მაღრაძემ გასულ წელს პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და წარმატებაზე ისაუბრა და აუდიტორიას სამომავლო გეგმები გააცნო.

ვრცლად ...

ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“.
18:16 / 22 თებ. 2017
2017 წლის 21 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“, რომლის ორგანიზატორიც იყო საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის და ჯ.ბ აუდიტი. ტრენინგს კერძო კოლეჯების ხელმძღვანელები და საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორი ბ-ნი ვასილ კიკნაძე და ბუღალტერი ქ-ნი მაკა იოსელიანი.

ვრცლად ...

კერძო კოლეჯების მეოთხე ფორუმი
12:10 / 21 თებ. 2017
2017 წლის 20 თებერვალს გაიმართა „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი.

ვრცლად ...

სტუდენტების შეხვედრა სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" წარმომადგენლებთან
10:51 / 30 იან. 2017
სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ წარმომადგენლები შეხვდენენ საზოგადოებრვ კოლეჯ „პანაცეას“ პრაქტიკოსი ექთნის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტებს.

ვრცლად ...

პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი კორპორაცია "მიცუბიშის" წარმომადგენლებთან
10:11 / 21 იან. 2017
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას პროფესიულმა მასწავლებლებმა შპს : „ითიეი მელქო ელევატორ ჯორჯია’’-ს (კორპორაცია "მიცუბიში" ) წარმომადგენლებს ჩაუტარეს ტრენინგი თემაზე „პირველადი გადაუდებელი დახმარება“.

ვრცლად ...

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუბელყოფა კალენდარი
11:22 / 12 იან. 2017
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას პრაქტიკოსი ექთნის პროგრამის სტუდენტები განათლების ხარსხის განვითარების ეროვნული ცენტრის კალენდარში.

ვრცლად ...

მასწავლებლებისა და სტუდენტების ვიზიტი ფინეთის კონფერენციაზე
09:32 / 17 დეკ. 2016
საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ დირექციის უშუალო მხარდაჭერით, სტომატოლოგიური კლინიკა „საპარუსის“ ხელმძღვანელის კიმ საფაროვის და ფინური კომპანია „PLANMECA”-ს ორგანიზებით 2016 წლის 8 დეკემბერს მეორედ განხორციელდა ვიზიტი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, სადაც ჩატარდა კონფერენცია და ტრენინგი თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე. აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ კბილის ტექნიკოსის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჩომახაშვილმა, საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელმა კიმ საფაროვმა და კბილის ტექნიკოსის III საფეხურის სტუდენტმა გიორგი ხატიაშვილმა.

ვრცლად ...

საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაცია
09:27 / 30 ნოე. 2016
ამა წლის 21 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა საგანმანათლებლო რესურსების შემმუშავებელ სპეციალისტებთან შეხვედრა. შეხვედრაზე ავტორებმა წარმოადგინეს ელექტრონული სახელმძღვანელოების და მასწავლებელთა გზამკვლევების საბოლოო ვერსიები. საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ წარმომადგენელმა ქ-მა მაია ჩიხლაძემ წარმოადგინა „მეან-ექთნის“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ხოლო ქ-მა დალი კალაძემ კი მასწავლებელთა გზამკვლევის „პირველადი გადაუდებელი დახმარების“ პრეზენტაცია.

ვრცლად ...

წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა
10:24 / 21 ნოე. 2016
18 ნოემბერს შედგა სტუდენტთა წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა.

ვრცლად ...

ტურინის პროცესის რეგიონალური კონფერენცია
10:22 / 10 ნოე. 2016
6-8 ნოემბერს ჩატარდა ,,ტურინის პროცესის“ რეგიონული კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც საქართველოში იმყოფებოდნენ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში ჩართული ქვეყნების წარმომადგენლები.

ვრცლად ...

SES წარმომადგენლების ვიზიტი
09:41 / 31 ოქტ. 2016
29 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სტუმრობდნენ SES ექსპერტი და პროექტის მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში ქ-ნი ჯულიანა შულერი და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) პროექტის მენეჯერი ქ-ნი ქეთევან ქვლივიძე.

ვრცლად ...

ტალინის ჯანდაცვის კოლეჯის წარმომადგენლების ვიზიტი
09:15 / 31 ოქტ. 2016
27-28 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სტუმრობდნენ ტალინის ჯანდაცვის კოლეჯის წარმომადგენელი ქალბატონები ჰელი კუსე და ევიჯა მარჯასო.

ვრცლად ...

ტრენინგი „პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა“
10:33 / 10 ოქტ. 2016
2016 წლის 9 ოქტომრერს საზოგადოებრის კოლეჯ „პანაცეაში“ ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) მიერ ორგანიზებული დაბალის ძაბვის ელექტრიკოსის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლების საწარმოში ტრენინგი.

ვრცლად ...

გარე მხარდაჭერისა და კონსულტირების სპეციალისტის ვიზიტი
10:18 / 7 ოქტ. 2016
7 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეაში“ ვიზიტზე იმყოფებოდა მოდულების დანერგვის გარე მხარდაჭერისა და კონსულტირების სპეციალისტი ქ-ნი ელენე გვენცაძე.

ვრცლად ...

11:26 / 6 ოქტ. 2016
5 ოქტომბერს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას საინფორმაციო-გაცნობითი და კონსულტირების მიზნით ეწვივნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ვრცლად ...

„მეან-ექთნის" სახელმძღვანელოს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია
10:51 / 6 ოქტ. 2016
ა.წ. 5 ოქტომბერს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტის სახელმძღვანელოს შექმნასთან დაკავშირებით გაიმართა მიმდინარე ეტაპისთვის შესრულებული სამუშაოების პრეზენტაციები. აღნიშნულ ღონისძიებაზე „მეან-ექთნის“ საგანმანათლებლო რესურსის ერთერთი დასრულებული თავის, „მშობირობის მართვა პერიოდების მიხედვით“ პრეზენტაცია წარმოადგინა საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ პროფესიულმა მასწავლებელმა, სამედიცინო ეკოსისტემა „პინეოს“ საექთნო დეპართამენტის უფროსმა- ირმა მოდებაძემ.

ვრცლად ...

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!
11:31 / 3 ოქტ. 2016
დღეს პირველკურსელთათვის სასწავლო პროცესი დაიწყო. გილოცავთ, წარმატებებს და მიზნების ასრულებას გისურვებთ!

ვრცლად ...

კონფერენცია პროფესიული განათლების ახალი მოდელის - სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ
10:46 / 30 სექ. 2016
2016 წლის 28 სექტემბერს, თბილისში გაიმართა კონფერენცია პროფესიული განათლების ახალი მოდელის - სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს მთავრობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული კოლეჯების, (მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-მა მაია ჩიხლაძემ),ფერმერთა გაერთიანებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ვრცლად ...

მორიგი შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან
11:48 / 23 სექ. 2016
2016 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით შედგა შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან. შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას პროფესიული მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვრცლად ...

შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, ალექსანდრე ჯეჯელავასთან.
12:38 / 31 აგვ. 2016
მიმდინარე წლის 30 აგვისტოს შედგა შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, ალექსანდრე ჯეჯელავას და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობას შორის. მხარეებმა განიხილეს პროფესიული განათლების სფეროს აქტუალური საკითხები, იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზე აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორი ბ-ნი ვასილ კიკნაძე და დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე.

ვრცლად ...

სწავლა რეალური დ ა ს ა ქ მ ე ბ ი თ!
10:03 / 24 აგვ. 2016
იჩქარეთ, მიმდინარეობს მიღება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: სრული ზოგადი განათლებით 1. პრაქტიკოსი ექთანი – V საფეხური 2. პრაქტიკოსი ბებიაქალი – V საფეხური 3. ფარმაცევტის თანაშემწე – V საფეხური საბაზო და სრული ზოგადი განათლებით 1. ექთნის თანაშემწე – III საფეხური 2. კბილის ტექნიკოსი – III,IV,V საფეხური 3. მასაჟისტი (18 წლის ზევით) – III საფეხური

ვრცლად ...

სამუშაოს მაძიებელთა მოკლევადიანი მომზადება-გადამზადება
11:43 / 22 აგვ. 2016
სიახლე! საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში დაიწყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაუჩერით სამუშაოს მაძიებელთა მოკლევადიანი მომზადება-გადამზადება !

ვრცლად ...

”მეწარემეობისა” და ”გაცნობითი პრაქტიკის” შეფასების ინსტრუმენტების გაცნობა
12:00 / 9 აგვ. 2016
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენლები ქ-ნი მაია ჩიხლაძე, ქ-ნი ხათუნა მაისაია, ქ-ნი ქეთევან გარსევანიშვილი ესწრებოდნენ საქარვეთველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში MCA Georgia – ს და ISWD–ს პროექტის ფარგლებში შემდგარ შეხვედრას.

ვრცლად ...

საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ კვლავ წარმატებით მოიპოვა ავტორიზაცია
11:11 / 29 ივლ. 2016
2016 წლის 28 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა. საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საზოგადოებრივ კოლეჯ "პანაცეას" კვლავ მიენიჭა ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით.

ვრცლად ...

11:58 / 25 ივლ. 2016
21 ივლისს საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ უმასპინძლა პროექტ “მეწარმეობის სწავლება პროფესიულ კოლეჯებში“-ს წარმომადგენელს მარიამ ზალდასტანიშვილსა და ISET ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის წარმომადგენელს თამთა მარიდაშვილს.

ვრცლად ...

შეხვედრა მოდულური პროგრამის სტუდენტებთან
19:18 / 30 ივნ. 2016
28 ივნისს, განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს უმასპინძლა. მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას პრაქტიკოსი ექთნის მოდულური პროგრამის სტუდენტებიც იმყოფებოდბენ.

ვრცლად ...

პროფორიენტაცია
19:12 / 16 ივნ. 2016
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სტუმრობდნენ სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები, სასწავლო-მეთოდური საბჭოს წევრი და დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ კორძახია, უცხოელი სტუმრები და სხვადასხვა კომპანიების HR მენეჯერები.

ვრცლად ...

მემორანდუმის გაფორმება თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთსან
19:12 / 11 ივნ. 2016
2016 წლის 10 ივნისს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა გიორგი აბესაძემ და საზოგადოებრივი კოლეჯის "პანაცეა" დირექტორმა ბატონმა ვასილ კიკნაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს

ვრცლად ...

კონფერენცია და ფესტივალი ქუთაისში
16:27 / 9 ივნ. 2016
2016 წლის 9 ივნისს ქალაქ ქუთაისში, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მასწავლებელთა და სტუდენტთა პირველი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას მასწავლებელმა ქ-მა ია გელენიძემ და სტუდენტმა სოფიკო ჭელიძემ. ისინი საზოგადოების წინაშე ძალიან საინტერესო თემებით წარსდგნენ და დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ვრცლად ...

სტუდენტური კონფერენცია
19:51 / 2 ივნ. 2016
2016 წლის 2 ივნისს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია.

ვრცლად ...

სამუშაო შეხვედრა მოდულური პროგრამის დაგეგმვასთან დაკავშირებით
06:16 / 25 მაი. 2016
2016 წლის 25 მაისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრში, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მოდულური პროგრამების განხორციელების ადმინისტრირების საკითხებს ეხებოდა. შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენლები ქ-ნი მაია ჩიხლაძე, ქ-ნი ნინო ჩომახაშვილი და ქ-ნი ხათუნა მაისაია ესწრებოდნენ.

ვრცლად ...

ექთანთა საერთაშორისო დღე
19:26 / 13 მაი. 2016
12 მაისს საქართველოს სასტუმრო "ჰუალინგში" აღინიშნა ექთნების ასოციაციის 20 წლის იუბილე და ექთნების საერთაშორისო დღე. ღონისძიებას საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესიული სტუდენტები ესწრებოდნენ.

ვრცლად ...

ვიზიტი ლატვიაში
12:40 / 28 აპრ. 2016
ამა წლის 20-25 აპრილს საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ წარმომადგენლები: ვასილ კიკნაძე, მაია ჩიხლაძე, დალი კალაძე და თამარ ბერიძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლატვიაში. ქალაქ დაუგავპილსში, სადაც მიიღეს მონაწილეობა პარტნიორი „დაუგავპილსის სამედიცინო კოლეჯის“ 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.

ვრცლად ...

კონფერენცია თემაზე - ხელშემწყობი სამეწარმეო გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისთვის
16:16 / 18 აპრ. 2016
მიმდინარე წლის 15 აპრილს „ტექნოპარკში“ ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - ხელშემწყობი სამეწარმეო გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისთვის. კონფერენციას საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე დაესწრო.

ვრცლად ...

პროფესიული განათლების ფესტივალი
11:25 / 15 აპრ. 2016
მიმდინარე წლის 15 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში „ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც კერძო კოლეჯების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის მონაწილეობდა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას სტუდენტი ანა ალმაზოვა.

ვრცლად ...

ტრენინგი თემაზე „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა შრომით ურთიერთობებში"
20:02 / 14 აპრ. 2016
ამა წლის 13-14 აპრილს სასტუმრო კომპლექს „ბაზალეთში“ ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა შრომით ურთიერთობებში" .სემინარის ორგანიზატორი გახლდათ პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი.

ვრცლად ...

ტრენინგი თემაზე, „კარიერული განათლება და დაგეგმვა“
13:13 / 10 აპრ. 2016
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენელი ქ-ნი ნათია ბიწაძე დაესწრო მიმდინარე წლის 5-6 აპრილს, სასტუმრო "ციტრუსში" ჩატარებულ ორდღიან ტრენინგს თემაზე, „კარიერული განათლება და დაგეგმვა“

ვრცლად ...

26-27 მარტის ტრენინგი
11:34 / 30 მარ. 2016
2016 წლის 26-27 მარტს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს ბიზნეს აკადემიაში, გაიმართა ტრენინგი/ვორქშოფი, რომელსაც უძღვებოდა ბ-ნი კახაბერ ერაძე.

ვრცლად ...

მოდული "პაციენტის ფიზიკური შეფასება" სიმულაციურ გარემოში.
12:53 / 22 მარ. 2016
საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" პედაგოგები დაესწრნენ "პაციენტის ფიზიკური შეფასების" მოდულის განხორციელებას სიმულაციურ გარემოში.

ვრცლად ...

შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრთან
11:42 / 22 მარ. 2016
საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" პროფესიულ სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკისთვის გაფორმდა მემორანდუმი შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრთან".

ვრცლად ...

მემორანდუმი შპს აფთიაქ "კრწანისთან"
12:08 / 21 მარ. 2016
საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის გავლისთვის გაფრომდა მემორანდუმი შპს აფთიაქ "კრწანისთან".

ვრცლად ...

ბრენდირებულია 5 ვარსკვლავით!
12:23 / 14 მარ. 2016
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა ხუთი ვარსკვლავის მფლობელია! ვულოცავ ჩვენს პერსონალს და სტუდენტებს! 2016 წლის 13 მარტს სასტუმრო ბეტსში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ ბრენდირებულ კოლეჯს დამსახურებული სერტიფიკატი გადასცა.

ვრცლად ...

შიდა მონიტორინგის ჯგუფი პაციენტის ფიზიკური შეფასების მოდულზე
11:35 / 12 მარ. 2016
შიდა მონიტორინგის ჯგუფი დაესწრო "პაციენტის ფიზიკური შეფასების" მოდულს.

ვრცლად ...

მოდულური პროგრამების დანერგვის ახალი ეტაპები
17:50 / 26 თებ. 2016
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას წარმომადგენლები დაესწრნენ 22 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართულ შეხვედრას,

ვრცლად ...

საწარმოო პრაქტიკის ახალი ბაზები
17:55 / 18 თებ. 2016
პრაქტიკოსი ექთნის და ექთნის თანაშემწის პროფესიული პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკის გასავლელად შევიდნენ ხუთ ახალ კლინიკაში ესენია: 1.მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 2.ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა 3. მაღალი სამდიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (ინგოროყვას კლინიკა) 4.~კლინიკა ტრამვატოლოგი 5. ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკა

ვრცლად ...

მემორანდული სააფთიაქო ქსელ "პსპ"-სთან
21:22 / 16 თებ. 2016
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეასა და სააფთიაქო ქსელ "პსპ"-ს შორის გაფორმდა მემორამდუმი ფარმაცევტის თანაშემწის პროგრამის სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის გასავლელად.

ვრცლად ...

შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში
10:29 / 12 თებ. 2016
საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას წარმომადგენლები დაესწრნენ 11 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართულ სამუშაო შეხვედრას.

ვრცლად ...

შეხვედრა საგანმამათლებლო რესურსებში ჩართულ სპეციალისტებთან
10:45 / 11 თებ. 2016
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შეხვედრას , რომელიც გაიმართა საგანმამათლებლო რესურსებში ჩართულ სპეციალისტებთან.

ვრცლად ...

ჯანდაცვის დარგობრივი საბჭოს სხდომა
11:09 / 9 თებ. 2016
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ქ-ნი დალი კალაძე დაესწრნენ 8 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომას.

ვრცლად ...

ინფორმაციული ტექნოლოგიების მოდული
12:45 / 8 თებ. 2016
შიდა მონიტორინგის ჯგუფი დაესწრო ინფორმაციული ტექნოლოგიების მოდულს.

ვრცლად ...

მასწავლებლებმა პედაგოგიური გზამკვლევის სამუშაო ვერსია განიხილვა
11:21 / 6 თებ. 2016
2016 წლის 5 თებერვალს სასტუმრო Rooms hotel-ში პროფესიული განათლების მასწავლებლებმა პედაგოგიური გზამკვლევის სამუშაო ვერსია განიხილეს

ვრცლად ...

ტრენინგი თემაზე "კარიერული განათლება და დაგეგმვა "
12:10 / 5 თებ. 2016
მიმდინარე წლის 03-04 თებერვალს,საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას წარმომადგენელი ნათია ბიწაძე დაესწრო სასტუმრო "ციტრუსში" ჩატარებულ ორდღიან ტრენინგს თემაზე, „კარიერული განათლება და დაგეგმვა“ .

ვრცლად ...

სერტიფიკატების გადაცემა
13:39 / 3 თებ. 2016
ელექტრონული სახელმძღვანელო "საექთნო საქმის" შედგენისა და სასწავლო რესურსების შექმნისთვის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას პედაგოგებს კოლეჯის დირექტორმა სერტიფიკატები გადასცა.

ვრცლად ...

დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლების და გერმანელი სტუმრების ვიზიტი
10:38 / 2 თებ. 2016
2016 წლის 20-21 იანვარს საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და გერმანელი სტუმრები ეწვივნენ.

ვრცლად ...

საახალწლო კარნავალი
15:56 / 29 დეკ. 2015
28 დეკემბერს საქართველოს კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საახალწლო ღონისძიება, რომელშიც საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეაც მონაწილეობდა. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო. ღონისძიების ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, ღონისძიებაში მონაწილე კოლეჯებისა და მათი სტუდენტების მხარდაჭერით, მოგროვებულ საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები მიუტანეს თბილისში მცხოვრებ 3 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახს.

ვრცლად ...

სერტიფიკატის გადაცემა
18:44 / 26 დეკ. 2015
2015 წლის 23 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების პროგრამის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში ჩართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მადლობის სიგელები საზეიმოდ გადაეცათ, მათ შორის შპს საზოგადოებრივ კოლეჯ "პანაცეას"

ვრცლად ...

ლექცია-პრეზენტაცია თემაზე "სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი"
18:11 / 23 დეკ. 2015
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე დაესწრო 22 დეკემბერს მარნეულის სამედიცინო კოლეჯშიგამართულ ლექცია-პრეზენტაციას თემაზე " სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი", რომელიც საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და საქართველოს ექთნების ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

ვრცლად ...

შიდა მონიტორინგის ჯგუფი "ინფექციის კონტროლის" მოდულზე
19:04 / 1 დეკ. 2015
შიდა მონიტორინგის ჯგუფი აკ. გ. ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიურ ცენტრში დაესწრო მოდულს „ინფექციის კონტროლი“, თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს.

ვრცლად ...

სამუშაო შეხვედრა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დანერგვის მხარდაჭერისა და მონიტორინგის სპეციალისტებთან
11:38 / 13 ნოე. 2015
2015 წლის 12 ნოემბერს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დანერგვის მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის ხელმძღვანელი ქ-ნი დალი კალაძე. შეხვედრაზე მოხდა მოდულური პროგრამების დანერგვაში ჩართულ დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების და წარმოდგენილი ანგარიშებში ასახული პრობლემებისა და გამოწვევების განზოგადება.

ვრცლად ...

სტუდენტური სამგზავრო ბარათები
17:30 / 3 ნოე. 2015
დაიწყო სტუდენტური სამგზავრო ბარათების გაცემა კერძო პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებზე.

ვრცლად ...

სტუდენტური წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა
11:25 / 3 ნოე. 2015
2015 წლის 3 ნოემბერს შედგა სტუდენტთა წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომა, სხდომაზე არჩეულ იქნა წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი, ასევე დამტკიცდა საბჭოს სამუშაო გეგმა.

ვრცლად ...

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამედიცინო კორპორაცია ევექსთან
13:25 / 1 ოქტ. 2015
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეასა და სამედიცინო კორპორაცია ევექსს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ვრცლად ...

ლატვიის დელეგაცია
19:37 / 18 სექ. 2015
2015 წლის 15-17 სექტემბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით საქართველოს ეწვია.ლატვიის დელეგაცია. 28 კაციანი დელეგაცია ლატვიის კერძო და საჯარო პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელი პირებისგან შედგებოდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მონაწილეობა ორმხრივ ღონისძიებებში მიიღეს და ეწვივნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და პროფესიული განათლების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივით.

ვრცლად ...

მემორანდუმის გაფორმება დავით ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლთან.
12:17 / 16 სექ. 2015
სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის გასავლელად გაფორმდა მემორამდუმი დავით ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლთან.

ვრცლად ...

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ტრენინგი
19:36 / 9 სექ. 2015
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით 2015 წლის 5-6 სექტემბერს ასოციაციის წევრი კოლეჯებისთვის გაიმართა ტრენინგი

ვრცლად ...

მემორანდუმის გაფორმება
23:45 / 22 აგვ. 2015
პრაქტიკოსი ექთანის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (მოდულური პროგრამა) დანერგვის მიზნით, სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის გასავლელად გაფორმდა მემორამდუმი თბილისის ონკოლოგიურ ცენტრთან და ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოსთან, ასევე გაგრძელდა სამი წლის ვადით ხელშეკრულება აკ. ო ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრთან, გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრთან და სამშობიარო სახლ "ჰერასთან".

ვრცლად ...

პრემიერის ბრძანება
08:09 / 22 აგვ. 2015
საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" დირექტორის მოადგილე ქ-ნ მაია ჩიხლაძე კვლავ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრია.

ვრცლად ...

„ჩარჩო პროგრამის დანერგვის მიდგომები“.
10:51 / 13 ივლ. 2015
საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ ემზადება „პრაქტიკოსი ექთნის“ მოდულური პროგრამის დანერგვისთვის. რისთვისაც ჩარჩო პროგრამის დანერგვის ხელშემწყობმა ფასილიტატორმა, ეკა გიგაშვილმა პანაცეას მასწავლებლებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე: „ჩარჩო პროგრამის დანერგვის მიდგომები“

ვრცლად ...

მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა
13:25 / 9 ივლ. 2015
საზოგადოებრის კოლეჯ „პანაცეაში“ შედგა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამებისთვის სასწავლო რესურსის შემქმნელ მასაწავლებელთა სამუშაო შეხვედრა

ვრცლად ...

პრაქტიკის გამოცდა
10:04 / 7 ივლ. 2015
სასწავლო ბაზაზე იმიტირებულ გარემოში ჩატარდა პრაქტიკის გამოცდა პრაქტიკოსი ექთნის, პრაქტიკოსი ბებიაქალის და ექთნის თანაშემწის სტუდენტებთან. გამოცდა სხვადასხვა საბაზო კლინიკიდან მოწვეულმა პრაქტიკის პედაგოგებმა ჩაიბარეს.

ვრცლად ...

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი
19:30 / 3 ივლ. 2015
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამის პროექტის „შინმოვლა"“ ფარგლებში 2015 წლის 30 ივნისს გაიმართა შინმოვლის სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი თბილისის სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისთვის.

ვრცლად ...

პრაქტიკოსი ექთნის მოდულური პროგრამების განხილვა
14:40 / 22 მაი. 2015
21 მაისს განხილული იყო ექთნის თანაშემწის და პრაქტიკოსი ექთნის მოდულური პროგრამები, რომელიც წარმოადგინა აღნიშნული პროგრამების ფასილიტატორმა (საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის ხელმძღვანელმა) დალი კალაძემ.

ვრცლად ...

2014/2015 სასწავლო წელს დასაქმებული სტუდენტები
13:19 / 20 მაი. 2015
2014/2015 სასწავლო წელს დასაქმებული სტუდენტები

ვრცლად ...

საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა აცხადებს მიღებას 2015 წლის 1 ივნისიდან შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
15:53 / 15 მაი. 2015
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა აცხადებს მიღებას 2015 წლის 1 ივნისიდან შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: სრული ზოგადი განათლებით 1. პრაქტიკოსი ექთანი – V საფეხური 2. პრაქტიკოსი ბებიაქალი – V საფეხური 3. ფარმაცევტის თანაშემწე – V საფეხური საბაზო და სრული ზოგადი განათლებით 1. ექთნის თანაშემწე – III საფეხური 2. კბილის ტექნიკოსი – III,IV,V საფეხური 3. მასაჟისტი (18 წლის ზევით) – III საფეხური

ვრცლად ...

"პირველი მერცხლები"
12:33 / 29 აპრ. 2015
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ორშაბათს 27 აპრილს, ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სახელმძღვანელოების დასრულებული თავების (ნაშრომების) პირველი განხილვა. წარმოდგენილი იყო სამი პრეზენტაცია

ვრცლად ...

ზოგადი კომპეტენციების განმავითარებელი მოდულების პრეზენტაცია
15:57 / 28 აპრ. 2015
24 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ზოგადი კომპეტენციების განმავითარებელი მოდულების პრეზენტაციები. ღონისძიებას დაესწრნენ საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ადმინისტრაციის თანამშრომლები და მასწავლებლები.

ვრცლად ...

სამუშაო შეხვედრა პრაქტიკის ორგანიზების პრინციპებთან დაკავშირებით
15:01 / 27 მარ. 2015
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ განათლებაში სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის დროს პროფესიულ სტუდენტთა სასწავლო საქმიანობის ორგანიზების პრინციპებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად ...

თანამშრომლობა ლიტვის სახელმწიფო აკადემიურ კოლეჯთან
14:36 / 17 მარ. 2015
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას და შაულიაის სახელმწიფო კოლეჯის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

ვრცლად ...

ფინანსური მართვის ჯგუფის სემინარი
14:28 / 5 მარ. 2015
მიმდინარე წლის 27 თებერვალს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ეგიდით ჩატარდა ფინანსური მართვის ჯგუფის სემინარი თემაზე „ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების გამოანგარიშება მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის“.

ვრცლად ...

მიღება კბილის ტექნიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის მეხუთე საფეხურზე
14:40 / 24 თებ. 2015
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა აცხადებს მიღებას 2015 წლის 23 თებერვლიდან 6 მარტამდე კბილის ტექნისკოსის საგანმანათლებლო პროგრამის მეხუთე საფეხურზე. ( საფეხურზე ჩარიცხვის წინაპირობაა, გავლილი გქონდეთ მეოთხე საფეხური) საბუთების მიღება ყოველდღე შაბათ–კვირის გარდა 11 დან 17 საათამდე მისამართი: თბილისი, თორნიკე ერისთავის ქN2 (მეტრო დიდუბის ზედა გასასვლელის მოპირდაპირე მხარე) საკონტაქტო ტელეფონი: 234-58-63; 266-04-02; 214-22-83 ვებ გვერდი –WWW.Panacea.edu.ge; E-MAIL: Panacea.2008@yahoo.com

ვრცლად ...

ჩვენი წარჩინებული მოსწავლე მარიამ კიკნაძე
12:39 / 20 თებ. 2015
საზოგადოებრივ კოლეჯ "პანაცეას" საუკუნოვანი ისტორია აქვს. არსებობის მანძილზე მრავალი სახელოვანი მოქალაქე აღუზრდია და უამაყია კიდეც კურსდამთავრებულებით. კოლეჯს დღესაც აკითხავენ ნიჭიერი ახალგაზრდები სამედიცინო პროფესიის მისაღებად. ერთ-ერთი მათგანია მარიამ კიკნაძე, 51-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ვერცხლის მედალოსანი, პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მეხუთე საფეხურის წარჩინებული სტუდენტი. ვუსურვებთ მარიამს წინსვლას და წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.

ვრცლად ...

პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული საბჭო
16:07 / 19 თებ. 2015
პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული საბჭოს წევრად საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე დაინიშნა.

ვრცლად ...

მასწავლებელთა ტრენინგი მოდულურ პროგრამებთან დაკავშირებით
15:01 / 16 თებ. 2015
2015 წლის 14 თებერვალს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში ჩატარდა პროფესიულ მასწავლებელთა მორიგი ტრენინგი.

ვრცლად ...

შეხვედრა მსახიობ ლეო ათაძესთან
09:23 / 6 თებ. 2015
საქართველოს ეროვნული ფილარმონიის ინიციატივით საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში მოეწყო შეხვედრა ჩვენს საყვარელ მსახიობ ლეო ანთაძესთან, რომელმაც სტუდენტებს წარუდგინა ძალიან საინტერესო მონო-სპექტაკლი "ქვიშხური ესკიზები". .

ვრცლად ...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
19:59 / 3 თებ. 2015
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ მოწვეულ სტუმრებს ცენტრის მუშაობის 2014 წლის შედეგები წარუდგინა და ცენტრის მიერ გასულ წელს განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენელი ესწრებოდა

ვრცლად ...

სიგელი პანაცეას
15:59 / 26 დეკ. 2014
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 20 დეკემბერს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას გადასცა სიგელი „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობისა და თანამშრომლობისთვის.

ვრცლად ...

ტრენინგი „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა“
15:00 / 25 დეკ. 2014
20 დეკემბერს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა პროფესიულ მასწავლებელთა ტრენინგი „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა“.

ვრცლად ...

კონფერენცია წყალტუბოში.
14:08 / 17 დეკ. 2014
მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს ქ. წყალტუბოში გაიმართა წლის შემაჯამებელი შეხვედრა პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენელთა მონაწილეობით. იყო განხილვა, გამოცდილების გაზიარება და შემდგომი პრიორიტეტების გამოკვეთა.

ვრცლად ...

სამუშაო შეხვედრა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოს წევრებთან.
13:18 / 12 დეკ. 2014
2014 წლის 6-7 დეკემბერს ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოების წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორის მოადგილე ქალბატონი მაია ჩიხლაძე, რომელიც პროფესიული კოლეჯების ავტორიზაციის საბჭოს წევრად მოღვაწეობს.

ვრცლად ...

ტრენინგი თემაზე „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე“.
14:04 / 7 დეკ. 2014
მიმდინარე წლის 3-6 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით თელავში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე“.

ვრცლად ...

მრგვალი მაგიდა ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენების მონაწილეობით
00:55 / 7 დეკ. 2014
2014 წლის 5 დეკემბერს ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „პროფესიული განათლება და საწარმოებისათვის კადრების მომზადება/გადამზადება; ქართული და უკრაინული სახელმწიფო სისტემათა რეფორმირება“.

ვრცლად ...

ტორინოს პროცესის რეგიონული კონფერენცია
00:57 / 5 დეკ. 2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისში 3 და 4 დეკემბერს ჩატარდა ტორინოს პროცესის აღმოსავლეთ პარტნიორობის შემაჯამებელი რეგიონული კონფერენცია

ვრცლად ...

პილოტირება
13:54 / 18 ნოე. 2014
17 ნოემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ ‘პანაცეაში’ დაიწყო „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მოდულების პილოტირება.

ვრცლად ...

შშმ პირთა დასაქმების მხარდაჭერის მიზნით კონფერენცია გაიმართა
22:04 / 28 ოქტ. 2014
27 ოქტომბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრას მიზნით ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე მოხდა არსებული კონტექსტისა და დასავლეთის საუკეთესო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე დასაქმების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენლები, შშმ პირთა დასაქმების საკითხების განმსაზღვრელი სახელმწიფო უწყებები: ეკონომიკის, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენელი ქალბატონი მაია ჩიხლაძე ესწრებოდა.

ვრცლად ...

შეხვედრა ბერნარდ პერსთან
22:08 / 24 ოქტ. 2014
24 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ამერიკის „გამოყენებითი განათლების“ საერთაშორისო საბჭოს წევრთან, პედაგოგთან, ბიზნეს-კონსულტანტთან, მწერალთან, განათლების ექსპერტთან ბერნარდ პერსთან. მას აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 14 წელი იმუშავა ნიუიორკისა და ლოსანჟელესის სკოლებში. არის ჟურნალ „Converge”-ის მთავარი რედაქტორი. იგი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა თავისი მეთოდიკის შესახებ და გაუზიარა გამოცდილება სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტის შესახებ განათლების სფეროში. მან მისცა ინსტრუმენტები პედაგოგებს და სტუდენტებს გადალახონ სწავლაში შექმნილი ყველა პრობლემა.

ვრცლად ...

საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა აგრძელებს მიღებას
15:13 / 3 ოქტ. 2014
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა აგრძელებს მიღებას დასაქმების პერსპექტივით შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ვრცლად ...

ასოციაციის გაფართოებული შეხვედრა
15:19 / 20 სექ. 2014
19 სექტემბერს შედგა ასოციაციის გაფართოებული შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში. სხდომას ესწრებოდა 30 -მდე ასოციაციის წევრი კოლეჯი, განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ეკონომიკის სამინისტროს, ბიზნეს ომბუცმენის წარმომადგენლები.

ვრცლად ...

საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" დასაქმებული სტუდენტები 2013/14 სასწავლო წელს.
15:49 / 7 ივლ. 2014
საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" დასაქმებული სტუდენტები 2013/14 სასწავლო წელს.

ვრცლად ...

სტუდენტების ვიზიტი ფინეთში
22:39 / 23 ივნ. 2014
საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ სტომატოლოგიური კლინიკა „საპარუსის“ ხელმძღვანელის კიმ საფაროვის და ფინური კომპანია PLANMECA-ს ორგანიზებით, 2014 წლის 2 ივნისს კბილის ტექნიკოსის პროფესიული პროგრამის მეხუთე საფეხურის სტუდენტები გიორგი კაციაშვილი, ალექსანდრე ჯინჯიხაძე და გოგიტა პაიჭაძე ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გაემგზავრნენ CAD/CAM ტექნოლოგიების დასაუფლებლად.

ვრცლად ...

სერტიფიკატების გადაცემა
12:58 / 17 ივნ. 2014
16 ივნისს დიდუბე პლაზას სკონფერენციო დარბაზში საქართველოს კარიტასმა გადასცა სერთიფიკატები კერძო კოლეჯების სამედიცინო ფაკულტეტების 300 სტუდენტს, რომლებმაც გაიარეს საწარმოო პრაქტიკა კარიტასის სამედიცინო პროგრამაში.

ვრცლად ...

"ART ფესტივალი"
12:24 / 1 ივნ. 2014
30 მაისს "ART ფესტივალით" დაიხურა 2014 წლის სტუდენტური დღეები, რომელიც მთელი თვე გრძელდებოდა და დატვირთული იყო სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებებით.

ვრცლად ...

„ფარმაცევტთა მომზადება-კვალიფიცირების პროგრამა“
12:11 / 29 მაი. 2014
საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეაში“ სასწავლებლის ადმინისტრაცია და ფარმაცევტის თანაშემწის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ ქალბატონ ნინო მეგრელიძეს, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „ფარმაცევტთა მომზადება-კვალიფიცირების პროგრამა“.

ვრცლად ...

მიღება
16:21 / 28 მაი. 2014
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა აცხადებს მიღებას დასაქმების პერსპექტივით შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ვრცლად ...

ბიბლიოთეკარების ტრენინგი
11:56 / 19 მაი. 2014
16-18 მაისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაციამ ჩაატარა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა ბიბლიოთეკარებისათვის. ტრენინგზე გადამზადდა ასოციაციის 21 წევრი კოლეჯის ბიბლიოთეკარი, მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენელი ნათია ხინჩაგაშვილი.

ვრცლად ...

სტუმრად "ავერსი-რაციონალში"
13:19 / 16 მაი. 2014
14 -15 მაისს “ავერსი რაციონალს” საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას ფარმაცევტის თანაშემწის პროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ.

ვრცლად ...

მასწავლებელთა საგნობრივი ტრენინგები
23:39 / 9 მაი. 2014
სასტუმრო "ბაზალეთში" შედგა პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა თემაზე: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგნობრივი ტრენინგები თანამედროვე ტექნოლოგიებში.

ვრცლად ...

პირველობა მკლავჭიდში
22:56 / 26 აპრ. 2014
„სტუდენტური დღეები-2014-ის“ ფარგლებში 25 აპრილს მკლავჭიდში საქართველოს კერძო კოლეჯების პირველობა შედგა. შეჯიბრებაში 6 კოლეჯის 30-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. პირველობა საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ჩატარდა, რომელმაც ტურნირი კვალიფიციური მსაჯებით და პროფესიონალური ინვენტარით უზრუნველყო. შეჯიბრებას საქართველოს ბიზნესის აკადემიამ უმასპინძლა. აბსოლუტურ პირველობაში ვაჟებს შორის ლაშა ჯოხაძემ (საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა), ხოლო გოგონებს შორის ნაზი ფილიშვილმა (SBA) გაიმარჯვეს და საკუთარ კოლეჯებს ჩემპიონის თასები მოუპოვეს.

ვრცლად ...

საქველმოქმედო აქცია
11:49 / 15 აპრ. 2014
13 აპრილს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს რამოდენიმე რეგიონში ერთდროულად ჩატარდა საქველმოქმედო აქცია. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კერძო კოლეჯების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას თანამშრომლები და სტუდენტები ესტუმრნენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს და პატარებს გადასცეს საჩუქრები.

ვრცლად ...

სტუდენტური დღეები მარნეულში
11:58 / 13 აპრ. 2014
მარნეულის სამედიცინო კოლეჯის ორგანიზებით, სკკა-ს ,,სტუდენტური დღეები 2014" -ის ფარგლებში, მარნეულის კულტურის სახლში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" დირექტორი ბატონი ვასილ კიკნაძე და დირექტორის მოადგილე ქალბატონი მაია ჩიხლაძე.

ვრცლად ...

კერძო კოლეჯების მეორე ფორუმი
01:15 / 22 მარ. 2014
21 მარტს შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს კერძო კოლეჯების მეორე ფორუმი გაიმართა.

ვრცლად ...

შეხვედრა არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებზე
00:55 / 13 მარ. 2014
12 მარტს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენლები არაფორმალური განათლების აღიარების კონცეფციის საკითხებზე სასაუბროდ ევროპის განათლების ფონდის პროექტის ექსპერტებს დეივიდ ჰენდლს და ანი ქიტიაშვილს შეხვდნენ.

ვრცლად ...

შეხვედრა სამედიცინო ქსელი „ევექსის“ ხელმძღვანელებთან
13:36 / 6 მარ. 2014
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი კოლეჯების ხელმძღვანელები, რომლებიც ახორციელებენ ჯანდაცვის პროგრამებს, შეხვდნენ საქართველოში ყველაზე დიდ სამედიცინო ქსელი „ევექსის“ („ალდაგი ბისიაი“) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბატონ გიორგი ფხაკაძეს.

ვრცლად ...

12:40 / 21 თებ. 2014
კოლეჯი „პანაცეა“ აცხადებს აბიტურიენტების მიღებას კბილის ტექნიკოსის პროფესიული პროგრამის მეხუთე საფეხურზე, მათთვის ვისაც გავლილი აქვს მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამის 30 კრედიტი. საბუთების მიღება მიმდინარეობს ყოველდღე მისამართი: თ. ერისთავის ქ. N2 (მეტრო "დიდუბე" ზემო ამოსასვლელი) ტ. 266–04–02; 234–58–63

ვრცლად ...

შეხვედრა პროფესიული განათლების განვითარებაზე
12:11 / 18 თებ. 2014
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად ...

თანამშრომლობა საქართველოს კარიტასთან
13:12 / 13 თებ. 2014
2014 წლის 12 თებერვალს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორი, ვასილ კიკნაძე, დირექტორის მოადგილე, მაია ჩიხლაძე და კოლეჯის სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელი დალი კალაძე შეხვდნენ საქართველოს კარიტასის პროგრამების ხელმძღვანელს მაია მიქაძეს.

ვრცლად ...

ტრენინგი საქრთველოს კერძო კოლეჯების ასოციაციაში
20:55 / 4 თებ. 2014
2014 წლის 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ასოციაციის ინიციატივით ჩატარადა ასოციაციის წევრი კერძო კოლეჯების ტრენინგი, რომელიც მიეძღვნა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებს.

ვრცლად ...

შეხვედრა ,,ტაიექსის’’ (TAIEX) ექსპერტთა მისიასთან
22:24 / 21 ნოე. 2013
2013 წლის 20 ნოემბერს გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრების წარმომადგენელთა შეხვედრა ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლითი პროგრამის ,,ტაიექსის’’ (TAIEX) ექპერტთა მისიასთან, რომელიც მუშაობს შრომის ბაზრის ინფორმაციული სისტემის მართვისა და განვითარების საკითხებზე.

ვრცლად ...

WorldSkills Georgia-ს სამუშაო შეხვედრა გაიმართა
17:02 / 15 ნოე. 2013
2013 წლის 12 ნოემბერს საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით„ქორთიარდ მარიოტში“ WorldSkills Georgia-ს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერებისმინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, GIZ-ის პროფესიული განათლების პედაგოგთა და ლიდერთა გადამზადების პროგრამის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მიქაელა ოპერმან-გარტნერი, პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და სახელმწიფო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლები (მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას") ესწრებოდნენ.

ვრცლად ...

სამუშაო შეხვედრა თემაზე „არაფორმალური განათლების აღიარება“
12:08 / 11 ნოე. 2013
2013 წლის 8 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „არაფორმალური განათლების აღიარება“. შეხვედრას ესწრებოდნენ ETF-ის ექსპერტი დევიდ ჰენდლი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების აღიარების სამსახურის უფროსი მარინა ჟვანია და საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების აღიარების სამსახურის ექსპერტი ნანი დალაქიშვილი, ასევე საჯარო და კერძო კოლეჯის წარმომადგენლები.

ვრცლად ...

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაუგავპილის კოლეჯებთან.
16:47 / 18 ოქტ. 2013
14 -17 ოქტომბერს საქართველოს ეწვივნენ ლტვიის, ქალაქ დაუგავპილის კოლეჯის წარმომადგენლები. დაუგავპილის სამედიცინო კოლეჯის დირექტორი ლივია იანკოვსკაია ესტუმრა საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“, დაათვარიელა ინფრასტრუქტურა, შეხვდა და გაესაუბრა კოლეჯის ადმინისტრაციას, მასწავლებლებს და სტუდენტებს. საზოგადოებრვ კოლეჯ „პანაცეასა“ და დაუგავპილის სამედიცინო კოლეჯებს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ვრცლად ...

ყაზახების ვიზიტი
13:40 / 13 ოქტ. 2013
ამა წლის 6-12 ოქტომბერს „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ“ უმასპინძლა ყაზახეთის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაციის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ბიზნესის აკადემიაში პირველი შეხვედრა შედგა ასოციაციის გემგეობის წევრებთან. ასოციაციის პრეზიდენტმა კახაბერ ერაძემ სტუმრებს გააცნო ინფორმაცია პროფესიული განათლების მდგომარეობის შესახებ. სტუმრებმა სხვა კერძო კოლეჯებთან ერთად მოინახულეს საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“, სადაც კოლეჯის დირექტორმა ვასილ კიკნაძემ დაათვალიერებინა კოლეჯის ინფრასტრუქტურა და მიაწოდა ინფორმაცია სასწავლო პროცესის შესახებ. სტუმრები შეხვდნენ კოლეჯის პერსონალსა და სტუდენტებს.

ვრცლად ...

მემორანდუმი ყაზახეთის სამედიცინო კოლეჯთან
14:17 / 11 ოქტ. 2013
ყაზახეთის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაციის წარმომადგენელთა ვიზიტის ფარგლებში საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეასა“ და ყაზახეთის სამედიცინო კოლეჯ „აიაზანს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ვრცლად ...

საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია
13:52 / 11 ოქტ. 2013
10 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში ჩატარდა კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორები საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს ბანკების ასოციაცია იყვნენ. კონფერენცია გერმანიის მეწარმეთა გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.

ვრცლად ...

ვალიდაციისა და ვერიფიკაციის ტრეინინგები.
14:44 / 6 ოქტ. 2013
3-4 ოქტომბერს ევროკავშირის პროექტის ფარგლებში თბილისი მარიოტში ჩატარდა ვალიდაციისა და ვერიფიკაციის ტრეინინგები. ტრეინიგები ექსპერტმა ანა ჯასთისმა ჩაატარა. მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო და საჯარო კოლეჯების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.

ვრცლად ...

პრაქტიკული სწავლების ტრეინინგი
17:05 / 4 ოქტ. 2013
2013 წლის 2-3 ოქტომბერს "ექსპო–ჯორჯიას" პავილიონში ევროკავშირის ,,პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული სწავლების ტრეინინგის ორდღიანი სემინარი. აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" წარმომადგენელმა ელისო ფარულავ მიიღო, სემინარზე განხილულ იქნა პრაქტიკული სწავლების ინსტრუქციის შემუშავება პროფესიული სასწავლებლებისათვის.

ვრცლად ...

შეხვედრა იუსტიციის სახლში
12:46 / 2 ოქტ. 2013
2013 წლის 1 ოქტომბერს იუსტიციის სახლში შედგა შეხვედრა ევროკავშირის წამომადგენლებსა და ჯანდაცვის პროგრამების განმახორციელებელ კერძო კოლეჯების წარმომადგენლებს შორის. ევროკავშირის პროექტის მიზანია საქართველოში განვითარების პოტენციალის გაძლიერება ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით. პროექტის ერთ-ერთ პარტნიორს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება წარმოადგენს.

ვრცლად ...

ტრეინინგი "კურსდამთავრებულთა გამოკითხვა"
00:28 / 1 ოქტ. 2013
მიმდინარე წლის 30.09-01.10 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა პროექტის ”ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში” ტრენინგი ”კურსდამთავრებულთა გამოკითხვა”.

ვრცლად ...

პროფესიული განათლების ეროვნული კონფერენცია
21:37 / 30 სექ. 2013
2013 წლის 26-27 სექტემბერის ბაკურიანში პროფესიული განათლების მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც განხილულ იქნა პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხები.

ვრცლად ...

01:08 / 17 სექ. 2013
2013 წლის 5-12 სექტემბერს შედგა კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრთა ვიზიტი ისრაელში. ვიზიტი მიზნად ისახავდა ისრაელის საგანმანათლებლო სისტემის გაცნობას და მონაწილეობას არიელის უნივერსიტეტის მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში განათლების საკითხებზე

ვრცლად ...

სილაბუსის ჩარჩოს განხილვა
17:01 / 9 აგვ. 2013
6 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სილაბუსის ჩარჩოს განხილვა, რომელიც შემუშავდა მასწავლებლის სახლში ივლისში გამართულ ღონისძიებაზე. სილაბუსის სარეკომენდაციო ფორმა გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ გადამუშავდება და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული კლეჯებისათვის. განხილვაში მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" წარმომადგენელი.

ვრცლად ...

კონფერენცია კერძო სექტორის ჩართულობის შესახებ
00:56 / 6 აგვ. 2013
2 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა.კონფერენციაში საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ვრცლად ...

"პანაცეას" დირექტორის მოადგილე აკრედიტაციის საბჭოს მდივნად დაინიშნა
14:09 / 30 ივლ. 2013
მიმდინარე წლის 25 ივლისს, N148 ბრძანების საფუძველზე საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" დირექტორის მოადგილე, ქალბატონი მაია ჩიხლაძე, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მდივნად დაინიშნა. პრემიერ–მინისტრის ბრძანება იხილეთ თანდართულ ლინკზე: http://www.government.gov.ge/files/273_37766_216283_148220713.pdf

ვრცლად ...

შეხვედრა ონლაინ და დისტანციული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან
16:22 / 26 ივლ. 2013
23 ივლისს საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეაში“ კერძო კოლეჯების ასოციაციის ეგიდით შედგა შეხვედრა ონლაინ და დისტანციული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ბატონ დავით ველიაშვილთან.

ვრცლად ...

შეხვედრა შრომის კოდექსში ცვლილებების განსახილველად.
23:26 / 6 ივლ. 2013
2013 წლის 4 ივლისს საზოგადოებრივ კოლეჯ "გეორგიაში" შედგა კერძო კოლეჯების სამუშაო შეხვედრა შრომის ახალი კოდექსის განხილვასთან და ერთიანი მიდგომებისა და ხელშეკრულებების შემუშავებასთან დაკავშირებით!!!

ვრცლად ...

პროფესიული ორიენტაციის ტრეინინგი
20:45 / 4 ივლ. 2013
2-3 ივლისს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ევროკავშირის ,,პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში ჩატარდა პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმვის საკითხებზე ორდღიანი სემინარი.

ვრცლად ...

თანამშრომლობის მემორანდუმი
15:28 / 25 ივნ. 2013
2013 წლის ივნისში საზოგადოებრივ კოლეჯ "პანაცეასა" და სააფთიაქო ქსელ "ჯი-პი-სი" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ვრცლად ...

პროექტების მართვის ტრეინინგი
00:02 / 19 ივნ. 2013
17-18 ივნისს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში განათლების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა, მათ შორისა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას თანამშრომლებმა, გაიარეს ტრეინინგი ,,პროექტების მართვის“ მიმართულებით.

ვრცლად ...

ქველმოქმედების დღე 2013
18:04 / 17 ივნ. 2013
15 ივნისს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში „ქველმოქმედების დღე 2013“ გაიმართა. საღამოს ორგანიზატორი საერთაშორისო დემოკრატიის განვითარების ცენტრი იყო. პროექტის ფარგლებში დაჯილდოვდნენ კომპანიები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და ის სატელევიზიო გადაცემები, რომლებმაც წლების განმავლობაში მოსახლეობის დახმარებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. საერთაშორისო დემოკრატიის განვითარების ცენტრმა საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა" ქველმოქმედის სტატუსით დააჯილდოვა

ვრცლად ...

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი
16:22 / 14 ივნ. 2013
საზოგადოებრივ კოლეჯ "პანაცეასა" და თბილისის – SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნულ სამეცნიერო–პრაქტიკულ ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ვრცლად ...

შეხვედრა პროფორიენტაციის ფარგლებში
13:06 / 14 ივნ. 2013
113-ე და 119-ე საჯარო სკოლაში, მე-9, მე-10, მე11 კლასის მოსწავლეებთან "კერძო კოლეჯების" ასოციაციის ეგიდით საზოგადოებრივმა კოლეჯებმა:"პანაცეამ" და "გეორგია", ჩატარა პროფესიული განათლების შესახებ საუბარი, სადაც გამოიკვეთა პროფესიული განათლების როლის და ადგილის მნიშვნელობა მოსწავლეთა კარიერული განვითარების გზაზე.

ვრცლად ...

HR ტრენინგი
12:41 / 7 ივნ. 2013
5-6 ივნისს ევროკავშირის ეგიდით ჩატარდა ადამიანური რესურსების მართვის ტრეინინგი პროფესიული სასწავლებლების მენეჯერებისათვის. ტრეინინგი შეეხებოდა ადამიანური რესურსების მართვის ზოგად ნაწილს, ადამიანური რესურსების მართვის, პერსონალის სწავლებისა და განვითარების დაგეგმარებას, მათთვის დამატებითი ტრეინინგებისა და გადამზადების საჭიროების განსაზღვრას, შეფასებასა და ანალიზს, პერსონალის შერჩევის მეთოდებს, ტექნიკებსა და მიდგომებს.

ვრცლად ...

შეფასების ტრენინგი
12:20 / 30 მაი. 2013
2013 წლის 28-29 მაისს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრეინინგი. თემა მიეძღვნა სტუდენტთა შეფასების ინსტუმენტების განვითარებას.

ვრცლად ...

კურსდამთავრებულთა კვლევის პილოტირება
12:33 / 24 მაი. 2013
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის კურსდამთავრებულთა კვლევის (Tracer Study) კომპონენტის ფარგლებში შემუშავდა კურსდამთავრებულთა გამოკითხვის მეთოდოლოგია და კითხვარები.

ვრცლად ...

სამუშაო შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში
12:41 / 20 მაი. 2013
15 მაისს შედგა საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" დირექტორის მოადგილის და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის მაია ჩიხლაძის სამუშაო შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე კახაბერ საკანდელიძესთან და სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პაატა ჟორჟოლიანთან.

ვრცლად ...

შეხვედრა სოაციალურად დაუცველ მოსწავლეებთან
12:49 / 14 მაი. 2013
2013 წლის 10 მაისს საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" დირექტორის მოადგილე და კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი მაია ჩიხლაძე, ასევე კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი კახაბერ ერაძე, კოლეჯი ორიენტირის დირექტორი სოფო მაჭარაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მიშა კორძახია და აღმასრულებელი დირექტორი კოტე ნანობაშვილი პროფორიენტაციის ღონისძიებათა ფარგლებში შეხვდნენ ასოციაცია "გენეზისის" სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს.

ვრცლად ...

ექთანთა საერთაშორისო კვირეული
04:00 / 13 მაი. 2013
2013 წლის 12 მაისს, საქართველოს ექთანთა ასოციაციამ, ექთანთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მოაწყო შეხვედრა „ფერიცვალების დედათა მონასტერთანარსებულ მოწყალების ცენტრში“.

ვრცლად ...

სემინარი სტდენტთა შეფასების ინსტრუმენტების განვითარებაზე
15:49 / 26 აპრ. 2013
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი „ხარისხის განვითარების და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორცილებელი დაწესებულებებისთვის სემინარი.

ვრცლად ...

ფინანსური მენეჯმენტის ტრენინგი
14:08 / 20 აპრ. 2013
2013 წლის 16-17 აპრილს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა განათლების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენელთა " ფინანსური ტრეინინი .

ვრცლად ...

აქცია სისხლის პათოლოგიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად
14:34 / 12 აპრ. 2013
საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" სტუდენტებმა სისხლი გაიღეს სისხლის პათოლოგიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.

ვრცლად ...

სამმხრივი შეხვედრა პროფესიული სწავლების დასახვეწად
14:32 / 11 აპრ. 2013
HR პროფესიონალთა გილდიის ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და HR&IPR ასოციაციის მონაწილეობით „დიდუბე პლაზაში“ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც დამსაქმებლები და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ვრცლად ...

ტრენინგი– პროფესიული განათლების ხარისხის განსავითარებლად
14:56 / 1 აპრ. 2013
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი „ხარისხის განვითარების და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 21-22 და 26-27 მარტს სასტუმრო „ვერე პალასში“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორცილებელი დაწესებულებებისთვის სემინარი გაიმართა.

ვრცლად ...

სემინარი "ვისაუბროთ უნარებზე".
15:57 / 16 მარ. 2013
2013 წლის 14-15 მარტს ევროპული ტრეინინგების ფონდის (ETF)ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა „ვისაუბროთ უნარებზე“ .

ვრცლად ...

პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები სპეციალურმა კომისიამ განიხილა
14:29 / 15 მარ. 2013
პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა. აღნიშნული კომისიის წევრია საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი და საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძე.

ვრცლად ...

პროფესიული განათლების სტრატეგის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა
15:41 / 12 მარ. 2013
ამა წლის, 11 მარტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა პროფესიული განათლების სტრატეგის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა.

ვრცლად ...

კერძო კოლეჯების ფორუმი
13:24 / 26 თებ. 2013
საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ გახლდათ ერთ–ერთი ორგანიზატორი, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ გამართული კერძო კოლეჯების ფორუმისა. ფორუმს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

ვრცლად ...

ეროვნული კონკურსი პროფესიული უნარების წარმოსაჩენად
17:12 / 16 თებ. 2013
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით „დიდუბე პლაზას“ საკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად გაიხსნა პროექტ WorldSkills Georgia-ს ეროვნული კონკურსი.

ვრცლად ...

„საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ პრეზენტაცია
14:45 / 1 თებ. 2013
2013 წლის 30 იანვარს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შედგა ახლად დაფუძნებული „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ პრეზენტაცია.

ვრცლად ...

საახალწლო კარნავალი
02:06 / 25 დეკ. 2012
22 დეკემბერს საქართველოს ბიზნეს აკადემიის (SBA) მიწვევითა და ორგანიზებით გაიმართა საახალწლო კარნავალი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას", საზოგადოებრივი კოლეჯი"გეორგიას", საქართველოს ბიზნეს აკადემიის, და საზოგადოებრივი კოლეჯი "ორიენტირის" სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი.

ვრცლად ...

საკოორდინაციო შეხვედრა პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხებზე
13:51 / 14 დეკ. 2012
მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო და კერძო კოლეჯების, მათ შორის "საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას", პროფესიული კავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციების, სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად ...

ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
14:16 / 13 დეკ. 2012
სასტუმრო ”ვერე პალასში” თემაზე - ”ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში“ ევროკავშირისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვრცლად ...

პროექტ WorldSkills Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართა
14:05 / 11 დეკ. 2012
ქორთიარდ მარიოტში“ დღეს კონფერენცია გაიმართა თემაზე „WorldSkills Georgia ხარისხიანი პროფესიული განათლებისათვის“, რომლის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება იყო. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების , მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" წარმომადგენლები და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.

ვრცლად ...

საქველმოქმედო საღამო "ბოულინგ ცენტრში"
01:15 / 10 დეკ. 2012
9 დეკემბერს თბილისი ცენტრალში, ბოულინგ ცენტრში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისთვის საქველმოქმედო საღამო სახელწოდებით ,,ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ"–გაიმართა. ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორი და სპონსორი საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ იყო.

ვრცლად ...

ბიზნესის მეორე საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია
00:01 / 10 დეკ. 2012
05-08 დეკემბერს გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში, გაიმართა კავკასიის პარტნიორული პროექტის ფარგლებში „ბიზნესის მეორე საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია“ .

ვრცლად ...

საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია
15:50 / 25 ოქტ. 2012
23-24 ოქტომბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტრო Sequa GmbH–ს პალატებისა და ასოციაციების პროგრამების მეშვეობით გაიმართა "ეკონომიკის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია".

ვრცლად ...

სტუმრად რუსთავი 2–ში
15:34 / 19 ოქტ. 2012
საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ სტუდენტები დაესწრნენ რუსთავი 2–ის ყველაზე მხიარული და აზარტული შოუს „ეკივოკი“.

ვრცლად ...

ედუარდა კასტრო–ბრანკოს ვიზიტი
16:22 / 17 ოქტ. 2012
ევროპის განათლების ფონდის საქართველოს მხარის მენეჯერმა, ედუარდა კასტრო-ბრანკომ, მოინახულა თბილისში მოქმედი რამოდენიმე კერძო საზოგადოებრივი კოლეჯი, მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“.

ვრცლად ...

შეხვედრა პროფესიული სტუდენტების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
17:04 / 27 ივლ. 2012
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროში გაიმართა შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც მიმართული იქნება პროფესიული სტუდენტების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე განხილულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში პროფესიულ სტუდენტთა გაწვევის საკითხი.

ვრცლად ...

მიღება
21:10 / 20 ივლ. 2012
საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე.

ვრცლად ...

შეხვედრა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან.
11:25 / 19 ივლ. 2012
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად ...

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან
23:01 / 3 ივლ. 2012
3 ივლისს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შედგა შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაგეგმილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის პროექტის გასაცნობად.

ვრცლად ...

შეხვედრა განათლების და დასაქმების მინისტრებთან
21:40 / 1 ივლ. 2012
2012 წლის 1 ივლისს დამსაქმებელთა ასოციაციამ და პროფესიულმა კოლეჯმა "სპექტრი" ბიზნესფორუმი გამართა. ბიზნესფორუმში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ და დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ მიიღეს.

ვრცლად ...

GEA
00:10 / 3 ივნ. 2012
საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა" საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაწევრიანდა

ვრცლად ...

ექთანთა საერთაშორისო დღე
16:56 / 12 მაი. 2012
12 მაისს, ექთანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს უნივერსიტეტში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ექთნებს და სტუდენტებს შეხვდა.

ვრცლად ...

ტრენინგი - „არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება“
19:03 / 18 მარ. 2012
ბაკურიანში, 15-18 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგი - „არაფორმალური განათლების აღიარება“.

ვრცლად ...

იავნანა
17:29 / 3 მარ. 2012
საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ უსასყიდლოდ მოამზადებს ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო პროგრამაში ჩართულ გოგონებს ექთნის თანაშემწეებად და პრაქტიკოს ექთნებად, ხოლო ვაჟებს კბილის ტექნიკოსებად.

ვრცლად ...

განახლებული გაზეთი „დროება“
17:30 / 2 მარ. 2012
საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა განახლებულ გაზეთ „დროებას“ გამოსცემს.

ვრცლად ...

VTB
17:30 / 28 თებ. 2012
საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ პარტნიორმა VTB ბანკმა გახსნა ახალი ფილიალი წერეთლის # 67

ვრცლად ...

მემორანდუმი „საზოგადოებრივ კოლეჯებთან“
17:33 / 13 თებ. 2012
გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ

ვრცლად ...

მედ-Info
17:37 / 31 დეკ. 2011
ჩვენი კურსდამთავრებული საქართველოს პირველი ლედი სასწავლებლის შესახებ

ვრცლად ...

სტუდენტური დაზღვევა
16:40 / 10 ნოე. 2011
სტუდენტური დაზღვევა

ვრცლად ...

ფოლკლორული საღამო
16:38 / 8 ნოე. 2011
გაზეთმა „ ობიექტივმა“, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ჩაატარა ფოლკლორული საღამო. ღონისძიებას დაესწრნენ გლდანის კრიზისული ცენტრის აღსაზრდელები და სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები. მათ შორის იყვნენ საზოგადოებრივი კოლეჯ „პანაცეას“ სტუდენტები.

ვრცლად ...

საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი.
16:43 / 4 აგვ. 2011
შპს - საზოგადოებრივ კოლეჯ “პანაცეას” მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების - საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი.

ვრცლად ...

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
16:00 / 19 ივლ. 2011
შპს საზოგადოებრივმა კოლეჯმა „პანაცეამ“ ურთიერთთანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების და პროფესიული სტუდენტების მობილობის განხორციელების მიზნით გააფორმა მემორანდუმი შპს საზოგადოებრივ კოლეჯ "ორიენტირთან".

ვრცლად ...

ბრძანება N449
16:21 / 14 ივლ. 2011
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით N 449 14. 07. 2011, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ ცნობილ იქნა ავტორიზაციის მაძიებლად.

ვრცლად ...

 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2017-07-25 05:59:05